საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად თამარ ბერუჩაშვილი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანია გათავისუფლების შემდეგ თანამდებობები დატოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ 3 მინისტრი შეიცვალა, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად პარლამენტს არ წარედგინება. მინისტრთა კაბინეტს პარლამენტისგან ხელახალი ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში სჭირდება, თუკი მთავრობის ერთი მესამედი შეიცვლება.