რომელ პოლიტიკურ ძალაშიც არ უნდა ვიყო, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ

რომელ პოლიტიკურ ძალაშიც არ უნდა ვიყო, კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ

რომელ პოლიტიკურ ძალაშიც არ უნდა ვიყო გაწევრიანებული, ვიმოქმედებ კონკრეტული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე , - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა შალვა შავგულიძემ ე.წ.მოსმენების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ პარლამენტში ამჟამად ოპოზიციას წარმოადგენს, კანონპროექტის შემუშავებასა და მისი დახვეწის მიმდინარეობის პროცესში არაფერს ცვლის. შავგულიძე აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სამუშაოდ ერთთვიანი ვადა მცირე პერიოდია.

"დეკემბერში, ბრიუსელში ტარდება ევროპული კონფერენცია, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის ეგიდით, სწორედ ტელეკომუნიკაციების კომპანიების საქმიანობასთან და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით და უნდა შემუშავდეს 1-ელ იანვრამდე ჩარჩო სტანდარტები ევროპული კანონმდებლებისთვის. ჩვენ რატომღაც ასეთი სიჩქარით, რომ ერთ თვეში გავაკეთოთ ის ცუდად, რაც სამ თვეში შეგვეძლო კარგად გაგვეკეთებინა, ვასწრებთ ევროპას და არ ველოდებით ამ კონფერენციის შედეგებს და სტანდარტებს, რომელიც იქნება შემოთავაზებული", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.