სასურველია, პენსია გარკვეული ოდენობით ყველას გაეზარდოს

სასურველია, პენსია გარკვეული ოდენობით ყველას გაეზარდოს

სასურველია,  პენსია გარკვეული ოდენობით ყველას გაეზარდოს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 1 სექტემბრიდან დაგეგმილია სოციალურად დაუცველი პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობის მქონე პენსიის/სოციალური პაკეტის ზრდა 25 ლარის ოდენობით.

"შემოთავაზება არის, რომ გარკვეული კატეგორიის დაახლოებით 100 000 ადამიანს პენსია 25 ლარით გაეზარდოს და სხვებს პენსია არ გაეზარდოს. მგონია, ეს არასწორი მიდგომაა. ამაზე ექსპერტებთან კიდევ ვიმსჯელებ. მე მაინც მგონია, რომ სასურველია, პენსია ყველას გაეზარდოს გარკვეული ოდენობით და თუ კიდევ შესაძლებელია განსაკუთრებული კატეგორიის 100 000 ადამიანს კიდევ დამატებით რაღაც ოდენობით გაეზარდოს პენსია. ეს საკამათო თემაა, ვნახოთ, მე ვიცი, რომ უმრავლესობაც ამ საკითხებზე ფიქრობს", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.