„მთავარია, რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები გათვალისწინებული იყოს“

„მთავარია, რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები გათვალისწინებული იყოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ვიცე-სპიკერების კვოტა, რომელიც უმრავლესობას პარლამენტში ეკუთვნის, დღეს შესაბამისობაში არაა.

ბესელია არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

„ვიცე-სპიკერს რაც შეეხება, რეგლამენტში განსხვავებული პროცედურებია. ოპოზიციიდან ამ თანამდებობაზე არის გია ბარამიძე. მურმან დუმბაძის საკითხი დღეს არ დგას. 3 კვოტა, რომელიც უმრავლესობას ეკუთვნის, რეგლამენტთან, დღეის მდგომარეობით, შესაბამისობაში არაა. ჩვენთვის მთავარია, რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები იყოს დაცული“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტებს, ბესელიას თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა გადადებულია.

„კომიტეტის თავმჯდომარის ყოფნა-არყოფნის საკითხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ასრულებს ის ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, რაც დაკისრებული აქვს. თუ აქ პრობლემები არ იქნება, იმ კუთხით, რომ კომიტეტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს, ბუნებრივია, პერსონალური განწყობებით, რადგან ჩვენი პარტნიორები აღარ არის, ამ საკითხზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს პროცესი დამოკიდებულია კომიტეტის მუშაობაზე“, - განაცხადა ბესელიამ.