ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ვილიამ ლაჰიუმ დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა ნატო–საქართველოს ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველომ ნატო-ს უელსის სამიტის შედეგად მიიღო. ისაუბრეს პაკეტით გათვალისწინებული მექანიზმების იმპლემენტაციაზე.
მისივე ცნობით, გამოითქვა იმედი, რომ განსაზღვრული მიმართულებების განხორციელებით, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერდება და ქვეყნის უსაფრთხოება გაიზრდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა პრემიერ–მინისტრს ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.