საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს. მარიკა ვერულაშვილი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა , ჟურნალსიტები დაინტერსედნენ, რატომ მიიღო მან უმრავლესობაში გაწევრიანების გადაწყვეტილება, რაზეც ვერულაშვილმა არ უპასუხა.
"როგორც იცით, ფრაქცია შეიქმნა. დეტალებზე ფრაქციის თავმჯდომარე ისაუბრებს", - აღნიშნა მარიკა ვერულაშვილმა.
ახალი ფრაქცია სახელწოდებით "დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისთვის" უმრავლესობას შეუერთდა. აღნიშნული ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულმა იმ დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც ამ დრომდე პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობდნენ. ფრაქციას გოჩა ენუქიძე ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან გურამ მისაბიშვილი, მარიკა ვერულაშვილი, იაშა შერვაშიძე, გიორგი ფეიქრიშვილი, ანზორ ბოლქვაძე. ფრაქცია უმრავლესობის შემადგენლობაში გაერთიანდა.