ომბუდსმენმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა

ომბუდსმენმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა

თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანთან დაკავშირებული საქმის მასალები საქართველოს მთავარი პროკურატურიდან გამოვითხოვეთ და ახლა პროკურატურის პასუხს ველოდებით, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსების დაკავების საქმის კომენტირებისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, მას უფლება აქვს საქმეში არსებულ საიდუმლო მასალებს გაეცნოს და ის ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებს.

"ჩვენ გამოთხოვილი გვაქვს გარკვეული ინფორმაციები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენი ინიციატიით დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. საიდუმლო მასალებზე წვდომა აქვს სახალხო დამცველს და მე უახლოეს ხანებში აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს ამ უფლებას, რათა გავეცნო უშუალოდ საქმის მასალებს. ჯერჯერობით, მე არ შემიძლია არაფერის თქმა, გარდა იმისა, რომ პროკურატურას ჯერ არ გასვლია ათდღიანი ვადა, რა ვადაშიც უნდა წარმოადგინოს გარკვეული მასალები", _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალი თანამდებობის პირი 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვა ედებათ.