ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა, ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ტანსაცმლის გამოკვლევა მოითხოვა.
ამის საფუძველი უსუპოვის მამის, იაშა უსუპოვის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც, მისი შვილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან შესახვედრად ჭუჭყიანი ტანსაცმლით არ წავიდოდა, გარდაცვალების მომენტში კი, დასვრილი ტანსაცმელი ეცვა, რაც უბედურ შემთხვევას გამორიცხავს.
ლევან ჩაჩუას ადვოკატმა განაცხადა, რომ ტანსაცმელი, რომელზეც მამა საუბრობს, ჟვანიას გარდაცვალების მთავარი საქმის ნივთმტკიცებულებებში ინახება და მისი გამოკვლევით სიმართლე დადგინდება.
ადვოკატის ამ შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა პროკურორი. რევაზ ნადოიმ აღნიშნა, რომ ჩაჩუას საქმე ცალკეა გამოყიფილი და ამ საქმესთან ტანსაცმელს კავშირი არ აქვს.
პროკურორის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ბრალდებულმა განცხადება გააკეთა. "თუ თქვენი მიზანი იყო ჩემი სადჯა, ეს გამოგივიდათ - 9 თვეა, პატიმრობაში ვიმყოფები. ახლა ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს. ეს საქმე 10 წელი არ გაჩერებულა და კიდევ 15 არ გაჩერდება. საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე, რაც მნიშვნელოვანია. ეს საქართველოს ისტორიაა. ამხელა კაცია მკვდარი. მე, ბრალდებულის პოზიციიდან ვამბობ, რომ სიმართლის დადგენის მიზნით გამოვიკვლიოთ ტანსაცმელი და თქვენ მეწინააღმდეგებით? რომელ ლოგიკას ექვემდებარევა" _ განაცხადა ჩაჩუამ.
მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.