დედაქალაქის მერია კომერციული ბანკიდან სესხს აღარ აიღებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, არსებული შემოსავლების და ხარჯებიდან გამომდინარე სესხის აღების აუცილებლობა აღარ დგას.
"საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზება ძალიან კარგად მიმდინარეობს და ჩვენ ბიუჯეტის ანგარიშზე გვაქვს დაახლოებით 70 მილიონი ლარი. ჩვენ არ მოგვიწევს წელს დამატებით კრედიტის აღება ანუ არსებული შემოსავლების და ხარჯების მიმდინარეობის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ ამის აღება არ მოგვიწევს", - განაცხადა ნარმანიამ.
სექტემბერში ნარმანია აცხადებდა, რომ თუ ბიუჯეტში დეფიციტური მდგომარეობა იქნება, თბილისის მერია კომერციული ბანკიდან 30 მილიონი ლარის ოდენობით სესხს აიღებდა.