რამაზ საყვარელიძე: პრემიერის განცხადება თუ რეალობაა, ამას არგუმენტირება სჭირდება

რამაზ საყვარელიძე: პრემიერის განცხადება თუ რეალობაა, ამას არგუმენტირება სჭირდება

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მან ყოფილ მინისტრებზე მაია ფანჯიკიძესა და ირაკლი ალასანიაზე გააკეთა, არგუმენტირება სჭირდება. როგორც„რეპორტიორს"  საყვარელიძემ განუცხადა, პრემიერმა განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს.

„თუ რეალობაა, ამას აუცილებლად სჭირდება არგუმენტირება. ხალხმა უნდა იცოდეს, ვის და რაში უხდის ფულს. პრემიერი ვალდებულია, ეს ინფორმაცია გაასაჯაროოს", - განუცხადა „რეპორტიორს" საყვარელიძემ.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, მისი თქმით, ირაკლი ალასანია აშშ-სა  და ევროპაში აცხადებდა,რომ სააკაშვილის მიღწეული რეფომები იყო სამაგალითო და ამას უნდა დავეფუძნოთ!" პრემიერის თქმით, ამის გამგრძელებელი იყო მაია ფანჯიკიძეც.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებას ესმოდა, რომ განცდაა ევროპასა და ამერიკაში საქართველოშიპოლიტიკური დევნის თაობაზე. პირდაპირ მინდა განვაცხადო, როცა ირაკლი ალასანია ჩადიოდა ევროპასა დაამერიკაში, ღიად აცხადებდა - სააკაშვილის მიღწეული რეფომები იყო იყო სამაგალითო და ამას უნდადავეფუძნოთ!"

იქ არ იყო საუბრები დარღვევებზე, მკვლელობებსა და სადიზმზე, რაზეც მიმდინარეობს გამოძიებები. ამისგამგრძელებელი იყო ფანჯიკიძეც. ის განცდა, არასწორი განცდა, რაც არსებობს ევროპასა და ამერიკაში, ვერმოიხსნა. ანუ, გამოიკვეთა, რომ ეს იყო მიზანმიმართული მუშაობა, რომ არ მომხდარიყო რეალობის ჩატანაევროპასა და ამერიკაში. იგივე, მაია ფანჯიკიძის ქმედებებზე ხშირად მქონია შეკითხვები და ეჭვები.

ამაზე მეტი თვითლუსტრაცია რა შეიძლება იყოს, არ ვიცი!

ეს განცდა, რაც საზოგადოებაში მუსირებს, რომ ვერ მოიხსნა, პირდაპირ პასუხისმგებლობაა ფანჯიკიძის,ალასანიასი და პეტრიაშვილის!" - განაცხადა ღარიბაშვილმა.