ნინო გოგუაძისთვის პარტიიდან თეა წულუკიანის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა

ნინო გოგუაძისთვის პარტიიდან თეა წულუკიანის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა

ველოდი, რომ თეა წულუკიანი პარტიას დატოვებდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, თეა წულუკიანმა მანდატი იუსტიციის მინისტრად გახდომისთანავე შეიჩერა, შემდეგ კი პარტიულ ცხოვრებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.

"თეა წულუკიანმა მანდატი მაშინვე შეიჩერა, როგორც კი იუსტიციის მინისტრი გახდა. მერე საერთოდ არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პარტიულ ცხოვრებაში. მან თავისი გადაწყვეტილება მკაფიოდ გამოაცხადა, როდესაც იუსტიციის მინისტრად დარჩა. სხვათა შორის, არც მქონდა მოლოდინი, რომ გადაგდებოდა. დღეს ოფიციალურად გადის პარტიის რიგებიდან და ეს ნორმალურია. ეს მისი გადაწყვეტილებაა და მე წარმატებას ვუსურვებ მას საქმიანობაში", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

თეა წულუკიანმა დღეს განაცხადა, რომ პარტია "თავისუფალ დემოკრატებს" ოფიციალურად დღეს დატოვებს.