პარლამენტში ფრაქცია

პარლამენტში ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" სხდომა მიმდინარეობს

ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები"საკანონმდებლო ორგანოში სხდომას მართავს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ფრაქცია უმრავლესობას შეუერთდება. თუმცა როგორც ფრაქციის თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"ამჟამად ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას მივიღებთ 15:00 საათისთვის. ახლა ვმუშაობთ არგუმენტაციაზე, რას გადავწყვეტთ, ორ საათში გვეცოდინება", - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ფრაქცია "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების" წევრები არიან კახა ოქრიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.