სახელმწიფოს საგარეო კურსს არაფერი შეცვლის, რევერსის მოსალოდნელობა აქ მინიმუმია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა , გია ვოლსკიმ საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებს განუცხადა.
"პრეზიდენტის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით თუ მას ამ საკითხებზე საუბარი სურს, რატომაც არა. კიდევ არის თემები, რომლებიც მარტო განცხადებების ფორმატში არ უნდა იყოს განხილული, შეიძლება რაღაც საქმიანი საუბარი და ელფერი მიეცეს ამ ყველაფერს", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
საკანონმდებლო ორგანოში დღეს 15:00 საათზე, ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის საკითხზე ისმჯელებენ.