მაია ფანჯიკიძე პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

მაია ფანჯიკიძე პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მსგავს ბრალდებებზე ის პასუხის გაცემას არ აპირებს.

"ორი წლის მანძილზე, როდესაც მე ამ თანამდებობაზე ვმუშაობდი და დღე და ღამე ვიყავი სამშობლოს სამსახურში, ვაკეთებდი ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოს უპირველესი ამოცანები შესსრულებულიყო, ასეთი ბრალდება არის აბსოლუტურად აბსურდული და მე ასეთ ბრალდებაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ",- განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყოფილმა მინისტრებმა საკუთარი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულნი ემსახურათ სახელმწიფოსთვის. ღარიბაშვილის თქმით, მათ რეალურად სრულად ჩამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს საკუთარი სახე. პრემიერის განცახდებით, ორი წლის განმავლობაში ის, რეალურად, სხვა ადამიანებს უყურებდა.