კოალიცია

კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ხაშურის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა

კოალიცია "ქართული ოცნება" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმაც დატოვეს.

ხაშურის საკრებულოში კოალიციის შემადგენლობაში "თავისუფალი დემოკრატებიდან" სამი წევრი იყო, მათ შორის ერთი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცხადიაშვილია. ცოტა ხნის წინ მან განცხადება გააკეთა.

გიორგი ცხადიაშვილის თქმით, ირაკლი ალასანიას გუნდის სამივე წევრი ხაშურის საკრებულოში კოალიციას ტოვებს და ცალკე ფრაქციას "თავისუფალი დემოკრატები" ქმნის.

გიორგი ცხადიაშვილის თქმით, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები ერთგულები არიან გუნდის, პოლიტიკური პარტიის და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გორის საკრებულოს მსგავსად ხაშურშიც უმრავლესობა დაკარგა.