დავით სერგეენკო პრეპარატ "სოფოსბუვირის" მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისიტრი დავით სერგეენკო, საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს დაავდებათა კონტროლის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე - "ვირუსული ჰეპატიტების კონტროლი". აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების (NCHHSTP) დირექტორი, ჯონ ვორდი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვირუსული ჰეპატიტების პრევენციული დეპარტამენის ხელმძღვანელი, კლაუდია ველოზი, დაავადებათა კონტროლის ფონდის ვიცე პრზიდენტი ვერლა ნესლუნდი, აშშ-ს ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი კატერინ კეარსი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ, აშშ-ს წამყვანი კვლევითი ცენტრებისა და ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგელები.
დავით სერგეენკო ხვალ, შეხვედრას გამართავს პრეპარატ "სოფოსბუვირის" მწარმოებელი კომპანიის, "გილეადის" ხელმძღვანელობასთან აღნიშნული პრეპარატის საქართველოში ხელმისაწვდომ ფასებში შემოტანის საკითხთან დაკავშირებით.