ასე გამოეხმაურა გოგა ხაინდრავა მინისტრების გადადგომას. მისი თქმით, როდესაც ასეთ დარტყმას ამზადებ ქვეყნისთვის, უნდა ახსნა კიდეც მიზეზები.
"მათ ღარიბაშვილს კი არ დაარტყეს და ივანიშვილს კი არ დაუპირისპირდნენ, ისინი დაუპირისპირდნენ საკუთარი ქვეყნის მომავალს და ზუსტად იმ ევროატლანტიკურ კურსს. ეს ჩვენი არჩევანი იყო, ისინიც ჩვენი არჩევანი იყვნენ და დავალებაც ჩვენი იყო, კეთილი ინებე და ასეთ დარტყმას რომ ამზადებ ქვეყნისთვის, კი მაინც ახსენი რამ განაპირობა ეს დარტყმა", - განაცხადა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმიწფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი თანადმებობიდან მას შემდეგ გადადგნენ, რაც პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენა.