ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 5 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა იწყება

ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 5 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა იწყება

ამასთან, საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დემარკირებულ საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძესა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელს ზურაბ გამეზარდაშვილს მადლობა გადაუხადა.

„აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში ნოემბრის ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 5 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა იწყება. ასევე იწყება საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დემარკირებულ საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ძალისხმევას არ იშურებს. წელს ჩატარდა სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაც. მიუხედავად ამისა, პატივცემულო ელჩებო, თქვენი ქვეყნების მთავრობების დახმარება ამ საკითხში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას.