სააკაშვილი საკუთარი საჭიროებისთვის ორ ვერტმფრენს 40 მილიონად ყიდულობდა

სააკაშვილი საკუთარი საჭიროებისთვის ორ ვერტმფრენს 40 მილიონად ყიდულობდა

ჩვენთვის სრულიად მიუღებელია წლების განმავლობაში დამკვიდრებული ის მანკიერი მიდგომა, რომ ის მონაკვეთები რაც არ ჩანდა მასზე სახელმწიფო დიდად არ ზრუნავდა , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასაზღვრო პოლიციაში 2014 წელს განხორციელებული სასაზღვრო ინფრასტრუქტურული პროექტების ოფიციალურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეების შრომის ანაზღაურება გაეზარდათ და გაუმჯობესდა მათი სამუშაო პირობები.

"ჩვენთვის სრულიად მიუღებელია წლების განმავლობაში დამკვიდრებული ის მანკიერი მიდგომა, რომ ის მონაკვეთები რაც არ ჩანდა, მასზე სახელმწიფო დიდად არ ზრუნავდა. სასაზღვო პოლიციას არ ჰყავდა შვეულმფერნები, მაშინ როდესაც ჩვენდა სასირცხვილოდ პრეზიდენტი სააკაშვილი 40 მილიონად ყიდულობდა 2 ვერტმფრენს საკუთარი საჭიროებისთვის. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ მესაზღვრეებს არ ყავდათ შვეულმფრენები. ჩვენ დროს სრულად გარემონტდა ვერტმფრენები, აღიჭურვა ტექნიკით და ამაში დამატებით დაიხარჯა 7 მილიონი ლარი. სახელმწიფო საზღვის დაცვიაში მონაწილე მესაზღვრეებს ორი ეტაპად გაეზარდათ თანამდებობრივი სარგოები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთთან პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ნოემბრის ბოლოდან იწყება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 5 სასაზღვრო სექტორის მშენებლობა და ასევე იწყება საქართველო თურქეთის დემარკირებულ საზღვარზე ინფრასტრუქტურის მოწყობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ძალისმხვეას არ იშურებს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის.

"წელს ჩატარდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციაც. მიუხედავად ამისა, პატივცემულო ელჩებო, თქვენი ქვეყნების მთავრობების დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხში. საზღვრების უსაფრთოების უზრუნველყოფა არის ჩვენი ძირითადი სახელმწიფოებრი მიზანი და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად. ჩვენ დავიცავთ სასაზღვრო ძალების უმნიშვნელოვანეს პრინციპს და ეს არის სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობის გზით საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცება. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საყოველთაო მშვიდობის განმტკიცებას, არა მხოლოლდ ჩვენ ქვეყნაში არამედ რეგიონში. ყველა ქვეყანას ვუსურვებ წინასვლას და ამასვე ვუსურვე ჩვენს ქვეყანას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ საერთაშორო სამართლით აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.