გელათის სამონასტრო კომპლექსში ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა

გელათის სამონასტრო კომპლექსში ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა

გელათის სამონასტრო კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად კელიები დაიწვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება. 

ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. 

მათი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა ერთი კელია, რომელიც ხის იყო. მეხანძრეები დარჩენილ ორ კელიაში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.