ირაკლი ალასანია - ოპოზიციაში ყოფნა მარტივი არ იქნება

ირაკლი ალასანია - ოპოზიციაში ყოფნა მარტივი არ იქნება

ოპოზიციაში ყოფნა არ იქნება მარტივი, მაგრამ ვგრძნობ ჩემი თანაგუნდელების სრულ სიმტკიცეს და საზოგადოების განწყობას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ გამართული ყრილობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ყველა საქმეში, რომელიც საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის იქნება სწორი "თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების მხარდამჭერები იქნებიან.

"ყველა საქმეში, რომელიც იქნება საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სწორი, ვიქნებით მხარდამჭერები და პარტნიორები ხელისუფლების და ასევე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციების. დღეს ჩვენ გავხსენით სივრცე ასეთი თანამშრომლობისთვის. საქართველოს პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს სიძულვილი, აღარ უნდა იყოს ერთმანეთის გაუტანლობა. პარტნიორების ძიებაა ახლა მთავარი და არა მოწინააღმდეგეების". ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი", - განაცხადა გუშინ ირაკლი ალასანიამ.