აკაკი ბობოხიძის ძმას პატიმრობა შეეფარდა

აკაკი ბობოხიძის ძმას პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმასლევან ბობოხიძეს თავისუფლების 3 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს.

აკაკი ბობიხიძის თქმით, მისი ძმის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ იკადრა და მოიყვანა ისეთი მოწმეები, რომლებიც მათთვის სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ. ჩემი ძმა, ასევე ხონის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და მისი მოადგილე, დღეს სასამართლომ დამნაშავეებად სცნო", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ საქმე 10 თებერვალს აღძრა. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯიბუხაიას და მის მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ლევან ბობოხიძეს პირობითი სასჯელი მისცეს.