ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეჭვობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" "გვისმენს".
„იმ დღეს მე და ირაკლი ალასანია შევთანხმდით შეკრებაზე და ზუსტად 15 წუთში მოგვადგა "რუსთავი 2".საიდან გაიგეს მათ? მე ეჭვი მაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გვისმენს. ეს არაა რთული", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა მოსმენების შესახებ კანონზე საუბრისას "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
როგორც ექსპრემიერმა განმარტა, შსს აღარავის უსმენს და მოთხოვნა, რომ ე.წ. გასაღები არ იყოს შსს-ს ხელში, ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაასუსტონ ეს ორგანო.