ირაკლი ალასანია - როდესაც უდანაშაულო ხალხი გამოვა ციხიდან, დავაყენებ იმ პროკურორების საკითხს, რომლებმაც ეს ჩაიფიქრეს

ირაკლი ალასანია - როდესაც უდანაშაულო ხალხი გამოვა ციხიდან, დავაყენებ იმ პროკურორების საკითხს, რომლებმაც ეს ჩაიფიქრეს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ქართული ოცნების" კოალიციის მიღმა მისი აღმოჩენის მიზეზი პერსონალური კონფლიქტი არ გამხდარა . ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

"არავითარი პერსონალური კონფლიქტი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ეს იყო პროკურატურის მხრიდან მიზანმიმართული შეტევა თავდაცვის სამინისტროზე სწორედ მაშინ, როდესაც საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგებთან მნიშვნელოვან შეხვედრებზე ვიმყოფებოდა და ნატო-ში პაკეტის განხილვა იწყებოდა. ამას ქართულ პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოყვა. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც "კაბელების საქმეს" გრიფი მოეხსნება და სასამართლოში წარიმართება პროცესი, დადასტურდება, რომ ეს ეჭვები უსაფუძვლოა და უდანაშაულო ხალხი გამოვა ციხიდან. ამ შემთხვევაში პირდაპირ დავაყენებ იმ პროკურორების ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ეს ჩაიფიქრა", _ აღნიშნა ალასანიამ.

მისივე განცხადებით, მაშინ გამჟღავნდება, ვისი დაკვეთით და ჩანაფიქრით მოქმედებდნენ პროკურორები.