ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ, ვიზიტებზე რამდენი სკანდალიც იყო

ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ, ვიზიტებზე რამდენი სკანდალიც იყო

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ავსტრიაში ვიზიტი იყო "ვიზიტი ვიზიტისათვის".

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ვიზიტებსა და მოსმენების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას შორის პარალელს ავლებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კანპონპროექტს ვეტო დაადო, რადგან "ვეტოს დადება უნდოდა". ივანიშვილის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება, პოზიცია ვეტოს გარეშე დაეფიქსირებინა.

"მას უნდა, აჩვენიოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია. მე პარალელს ვაკეთებ ვეტოსა და მის ბოლო ვიზიტთან ავსტრიაში. როგორც წავიკითხე, ის იმყოფებოდა ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების გაერო-ს მეორე კონფერენციაზე - საბედნიერეოდ ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ, ვიზიტებზე რამდენი სკანდალიც იყო. ჩემი აზრით, ავსტრიაში ამ კონფერენციაზე ვიზიტისთვის წავიდა, როგორც ვიზიტი ვიზიტისთვის, რადგან მას ვიზიტები მოსწონს და ბევრი სკანდალები გააკეთა, ამგვარას იყო ვეტო ვეტოსთვის. მან განაცხადა, რომ კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტთან, ეს საბუთდება. არც ერთ მოვლენაზე, რომელზეც მე გავაკეთე აქცენტი არც ერთზე ახსნა არ მიუციათ არც მას და არც მის ადვოკატებს. პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზე გავაკეთე აქცენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებსო, როგორ გაბედაო, ამბობენ მისი ადვოიკატები. კითხვაზე ახსნა არავინ გააკეთა, რომ იქ 2-3 მლნ ზედმეტი იხარჯება წელიწადში. მეორე - პროკურატურის სამჯერ თხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის უკანონოდ დადებული გრიფი არ მოუხსნა, ვიდრე საჯარო არ გახადა პროკურატურამ –ეს ყველაფერი, გაგებით თუ გაუგებლად, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში ჯდება მთლიანად – ეს სასახლეში შესვლა, გრიფის არ მოსხსნა, კონკურენციაში ყოფნა მთავრობასთან. არ მაქვს დიდი ეჭვი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედება და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება ძალიან დიდ თანხვედრაში მოდის",-განაცხადა ივანიშვილმა