ირაკლი ალასანიას ვუთხარი, რომ ასეთ სიტუაციაში პარტიის თავმჯდომარედ არჩევა არ ღირს

ირაკლი ალასანიას ვუთხარი, რომ ასეთ სიტუაციაში პარტიის თავმჯდომარედ არჩევა არ ღირს

მე ვუთხარი ირაკლი ალასანიას, რომ არ ღირს ასეთ სიტუაციაში პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ალასანიას მისამართით არის ბევრი შეკითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

"ბევრი განცხადება და მცდარი ქმედება იყო პოლიტიკოსების და ჩემი თანამებროძლების მხრიდან და მათ რიცხვში ალასანიას მხრიდან. მე ვუთხარი ირაკლის, რომ არ გიღირს ასეთ სიტუაციაში თავმჯდომარედ არჩევა. მარტივი პასუხია, როდესაც ლიდერთან არის სერიოზული შეკითხვები, ის თავმჯდომარე რომ ყოფილიყო უნდა გადამდგარიყო და არ უნდა დააზიანოს თავისი პარტია და თანაგუნდელები. მან შკეითხვებს უნდა გასცეს პასუხი და მერე უნდა დაუბრუნდეს პარტიას. ის ამ შემთხვევაში ართუ გადადგა, არამედ ამდენი შეკითხვების ფონზე თავმჯდომარედ არჩევა ისურვა, რაც ჩემი აზრით, არის მცდარი", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებისთვის ყველა მოვლენას აუცილებლად მიეცემა სწორი შეფასება.

"ალასანიას შეიძლება ჰქონდეს კარგი მომავალი, ეს ჩემი სურვილია. პირადული არაფერი არ მაქვს ალასანიასთან და მე არ ვარ შურის მაძიებელი პიროვნება, მე არ ვარ სუსტი ადამიანი, ეს არ არის ჩემი თვისება და ჩვენი შეხვედრის ნაწილი ამას დავუთმეთ. მე ყველა პოლიტიკოსს დავუდგები ვინც ჩემ ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს. დავუპირისპირდები ყველას, ვიც შეცდომებს დაუშვებს და ქვეყნის საზიანო ნაბიჯებს გადადგამს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "თავისუფალმა დემოკრატებმა არასწორ დროს დატოვეს კოალიცია.

"ამ პარტიაში ბევრი საინტერესო პიროვნებაა და დიდი პატივს ვცემ. ცუდი რაც მოხდა,. არის ის, რომ არასწორ დროს, არასწორი მიზეზით დატოვეს კოალიცია "თავისუფალმა დემოკარტებმა", - განაცხადა ივანიშვილმა.