როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მინდა, პრეზიდენტს ჩემი ხედვა ავუხსნა

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მინდა, პრეზიდენტს ჩემი ხედვა ავუხსნა

მე, როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მინდა, ჩემი ხედვა ავუხსნა პრეზიდენტს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, ჯერ კონკრეტულად დაგეგმილი არ არის როდის შეხვდება პრეზიდენტს, თუმცა როგორც ალასანია აცხადებს, ის პრეზიდენტს გადააბარებს იმ საქმეებს, რაც თავდაცვის ახალ მინისტრს უკვე გადააბარა.

"როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდა პრეზიდენტს ჩემი ხედვა ავუხსნა, რა მოხდა, რატომ მოხდა, რა მიზეზები აქვს ამას. მასაც ექნება საინტერესო ხედვა ამასთან დაკავშირებით. ასე ვთქვათ, გადავაბარებ იმ საქმეებს, რაც თავდაცვის ახალ მინისტრს გადავაბარე და მასაც მოვახსენებ. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი და მინდა, რომ საქმის კურსში ვიყოთ ბოლომდე იმ ვარიანტის შეფასების რომელიც გვაქვს ჩვენ, ჩემს გუნდს და "თავისუფალ დემოკრატებს", - განაცხადა ალასანიამ.