უმრავლესობასთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ბევრ შეცდომას უშვებთ

უმრავლესობასთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ბევრ შეცდომას უშვებთ

ტელეპროექტი "2030" "ჯიდიესზე" გავა, რომელსაც კვირაში ერთხელ, კვირობით სამ წამყვანთა ერთად წავიყვან, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შეიქმნა "საზოგადოება 2030", რომელშიც ბევრი საინტერესო პიროვნებაა გაერთიანებული.

"ამ საზოგადოების ლოზუნგი გახლავთ ილიას სიტყვები "ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე გავაცნობიეროთ რომ ნაწილი ვართ ერისა". ეს მუხტი გვაერთიანებს ჩვენ ხალხს და ვინც შეიძლება შემოგვემატოს კიდევ. ყველა ჩვენი აქცენტი გაკეთებული იქნება საზოგადოების ინტერესებზე და შიგნითვე ჩვენ მოვახერხებთ, რომ არ გამოგვეპაროს კერძო ან პირადი ინტერესები. ამავე სახელით ტელეპროეტი "2030" გვექნება, სადაც კვირაში ერთხელ ანალიტიკური გადაეცემა იქნება "ჯიდიესზე". გადაცემა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება და მოწვეული სტუმრებით მოხდება ანალიზი მოვლენების. საუბარი იქნება სტრატეგიაზეც და სხვადასხვა თემებზეც. კვირაობით კი 1 საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითად ანალიზს გავაკეთებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაიბრუნა ლეგიტიმური უფლებები და საზოგადოებამ უნდა აირჩიოს და აკონტროლოს პოლიტიკური ცხოვრება.

"საზოგადოება უკვე მოწიფულია და გაცილებით უკეთესად ერკვევა მოვლენებში. ბოლომდე შევასებს ვაკუუმს. უმრავლესობასთან შეხვედრაზე ვთქვი, რომ ბევრ შეცდომას უშვებთ და ყველაფერს მიეცემა შეფასება. ნუ გგონიათ, რომ "რუსთავი 2"-ის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ყირაზე დაყენებული აქცენტები ასე დარჩება, ყველაფერს მიეცემა ობიექტური შეფასება. სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როდესაც აგიტაციას ერთი ტელევიზია აკეთებს და "ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეზე იყო ორიენტირებული და დღესაც ამას ახერხებს, სხვა ტელევიზიები ვერ ახერხებენ სიტუაციის დაბალანსებას და საზოგადოებაში არასწორი მოვლენების ინტერპრეტაცია ხდება. ჩვენ მოვახერხებთ მოვლენების სწორი ანალიზის მიწოდებას საზოგადოებისთვის. ყველა მოვლენას მიეცემა ობიექტური და სწორი შეფასება. მე გვერდით დავუდგები პოლიტიკოსებს, დავეხმარები მოვლენების გაანალიზებაში და საზოგადოება სწორ აქცენტებს გააკეთებს ყველა მოვლენაზე და ნუ ავყვებით ეიფორიას და არ დავუშვათ შეცდომები", - განაცხადა ივანიშვილმა.