"თავისუფალი დემოკრატები" ყრილობას მართავენ

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობა პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გახსნა.

დღის წესრიგის მიხედვით, გათვალისწინებულია ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლა.

ყრილობაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა იგი ყრილობას არ დაესწრება.

ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. დღეს პარტიის მე-3 ყრილობა იმართება. ყრილობაზე 2100 დელეგატი იყო მოწვეული და ესწრება 2038. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გახდება.

ირაკლი ალასანია ყრილობის მონაწილეებს კენჭისყრის შემდეგ მიმართავს.