ზურაბ აბაშიძეს ინფორმაცია არ აქვს, მოუწევს თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვება

ზურაბ აბაშიძეს ინფორმაცია არ აქვს, მოუწევს თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვება

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ აბაშიძეს არ აქვს ინფორმაცია, მოუწევს თუ არა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტის დატოვება.

როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილება ამის შესახებ უმრავლესობამ უნდა მიიღოს.

"ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, როგორც გადაწყვეტს უმრავლესობა, ისე იქნება. მე დამიტოვებია პოსტები საკრებულოშიც", - განაცხადა აბაშიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერად საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით არის არჩეული. ორი დღის წინ ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" უმრავლესობა დატოვეს. თუმცა, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ "თავისუფალი დემოკრატები" პარლამენტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ.