ირაკლი ალასანია ყრილობის მონაწილეებს პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მიმართავს

ირაკლი ალასანია ყრილობის მონაწილეებს პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მიმართავს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობისათვის მზადება უკვე დასრულებულია. ამ დროისათვის ფილარმონიაში უკვე იკრიბებიან "თავისუფალი დემოკრატების" დელეგატები და ლიდერებს ფილარმონიაში 14:30 საათზე ელოდებიან.

დღის წესრიგის მიხედვით, ყრილობას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახსნის, რის შემდეგაც დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის გამოსვლა.

ყრილობაზე მიწვეულია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, იგი ყრილობას არ დაესწრება.

დღესვე პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ალასანიას აირჩევენ.

ირაკლი ალასანია სწორედ კენჭისყრის შემდეგ მიმართავს ყრილობის მონაწილეებს.