ირაკლი ალასანია -

ირაკლი ალასანია - "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება

"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს რამდენიმე დღის წინ განუცხადა. 

მისი თქმით, პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების, ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა "ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ". 

ირაკლი ალსანიამ მსურველებს ყრილობაზე დასწრებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "თავისუფალი დემოკრატების" გეგმებს ვერავინ შეაჩერებს.

"თავისუფალი დემოკრატები" დღეს პარტიის ყრილობას გამართავს.