ივანიშვილმა ალასანიას მონიტორზე უყურა

ივანიშვილმა ალასანიას მონიტორზე უყურა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით მმართველმა პარტიამ ალასანიას განცხადება მინისტრის თანამდებობიდან მოხსნის შემდეგ ივანიშვილთან ერთად ტელევიზიით მოისმინა.

როგორც ლორთქიფანიძე „ალიასთვის“ მიცემულ ინტრევიუში აცხადებს, პატრიის ოფისის დარბაზში მონიტორი დაამონტაჟეს , რომელსაც დეპუტატებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც უყურებდა. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ რეაქცია იყო უარყოფითი და ყველას, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც გული დაწყდა. დეპუტატის განცხადებით, როგორც მან დაინახა ექვს საათამდე რადიკალური გადაწყვეტილება ალასანიასთან დაკავშირებით მიღებული არ იყო. თუმცა პრემიერს მისი გამოსვლის შემდეგ სხვა არჩევანი არ დარჩა-„ალასანიამ თვითონ დააჩქარა პროცესი“,-აცხადებს „ალისთან“ საუბარში დავით ლორთქიფანიძე.