ნინო ბურჯანაძე - მარგველაშვილს არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს

ნინო ბურჯანაძე - მარგველაშვილს არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა უყიდა საპრეზიდენტო სავარძელი, არ აქვს იმის თქმის უფლება, რომ ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს, - ამის შესახებ ბურჯანაძემ "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"არ შეიძლება ქვეყანაში იყოს აბსოლუტურად დაუბალანსებელი სისტემა, როდესაც ერთი ადამიანი დადებს, დააჯენს სავარძელში პრეზიდენტს, მერე გაბრაზდება მასზე და აღარ დაელაპარაკება, იგივე ადამიანი წყვეტს, რომ პარლამენტში იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც 3%-ზე მეტი არასდროს მხარდაჭერა არ ჰქონიათ და იგივე ადამიანი წყვეტს, ვინ იყოს პრემიერ-მინისტრი. თუმცა ეს მე შემიძლია ვთქვა ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს არა აქვს იმის თქმის უფლება, რომ კულუარებიდან არ უნდა იმართებოდეს ქვეყანაო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან დაუშვა ის, რომ ყოველგვარი დამსახურების გარეშე, პირდაპირ ეთერში დებატებში მონაწილეობის გარეშეც კი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა მას უყიდა საპრეზიდენტო სავარძელი და ამას გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ "ქვეყანა გადაიქცა ერთი პირის საწარმოდ".