ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსიპეტრიაშვილს თავდაცვის სამინისტროდან გასულ საქმეებზე კითხვები აქვს.
"როგორც ჩანს, გარკვეული აგონიურ-ისტერიული პროცესები არის პროკურატურის ქმედებებში. პოლიტსაბჭოსმერე იყო შეხვედრა "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციასა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის. ალასანიამ გასცაპასუხები იმ კითხვებს, რომლებიც დაისვა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან და იგი შეგვპირდა, რომ გაეცნობოდა.უფრო დადებით ტონალობაშიც კი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დავცილდით ერთმანეთს იმედიანად.
პოლიტსაბჭოზე იყო ერთსულოვნება, რომ ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან. ნაცვლად გაცნობისა, მეორედღეს, შუადღეზე ჩვენ მივიღეთ პასუხად მთავარი პროკურატურის განცხადება მასობრივი დიარეის გამოძიებისროგორც იქნა დასრულებასთან დაკავშირებით და 6 თანამშრომლის დაბარება.
ირაკლი ალასანიას უწყებამ თვითონ მიაწოდა მასალები მთავარ პროკურატურას ამ ფაქტებთან დაკავშირებით,იმიტომ, რომ მაშინაც, თავიდანვე ძალიან საეჭვოდ ჩნდებოდა ეს პრობლემა და ძალიან დიდი ხმაური დააჟიოტაჟი ტყდებოდა ამ დიარეის ირგვლივ. არ იყო მასშტაბურ რაოდენობაზე საუბარი, რეალურად რამდენიმეათეულიც არ იყო მგონი. ზაფხულის პირობებში, არა მხოლოდ ქართულ ჯარში, გარკვეულ სახელისუფლებოუწყებებშიც კი იყო დიარეა, მაგრამ არ მინდა ახლა ამაზე ვისაუბრო", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა გადაცემა "რეაქციის" ეთერში.