დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას დაესწრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხვალ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას დაესწრება.

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ხვალინდელ ყრილობას ის როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება.

"არ ველი, რომ ირაკლი ალასანია ყრილობაზე რამე ისეთს იტყვის, რომ მერე საქართველო გაბრწყინდება. ყრილობა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ირაკლი ალასანიამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი 2 წლის წინ დატოვა. ახლა პარტიას გადაწყვეტილი აქვს, რომ იგი პარტიის ლიდერობას უბრუნდება. მივალ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან კოლეგები არიან. ჩემი მისვლით თუ არ მისვლით არავის შორსმიმავალი დასკვნების გაკეთებას არ ვურჩევ, რომ ან თუ არ მივედი, გაბუტული ვარ ვინმესთან, ან თუ მივედი სხვაზე მეტად ვარ გაბუტული და ა.შ.", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" "რესპუბლიკური პარტიის" პარტნიორი პარტიან წლების განმავლობაში. "ისინი არიან "რესპუბლიკური პარტიის" შემდეგ მეორე ლიბერალური პარტია საქართველოში",- აღნიშნა უსუფაშვილმა.