საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად და პოლიტიკურად არაფერი მომხდარა

საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად და პოლიტიკურად არაფერი მომხდარა

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფი უმრავლესობას შეუერთდა და სხვა მსურველებიც არიან.

როგორც უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაშლილა.

"უმრავლესობა იყო პარლამენტში ფორმალური და არაფორმალური. არაფორმალური იყო გაცილებით მეტი რაოდენობრივად, ასე რომ, დღევანდელი მდგომარეობით, უმრავლესობაში ფორმალურად შემოსვლის სურვილი გაცხადებული აქვს დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების ერთ ჯგუფს, რომლებიც ფრაქციის სახით შემოუერთდნენ უმრავლესობას. არის კიდევ სხვა მსურველები, ამის თაობაზე, ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი. ასე რომ, ფორმალური თვალსაზრისით უმრავლესობა არ დაშლილა, მოხდა გარკვეული გადაადგილებები – ნაწილმა დატოვა, ნაწილი შემოუერთდა. ასე რომ, ფორმალურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფაქტობრივად და პოლიტიკურად არაფერი მომხდარა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.