"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა ხვალ გაიმართება

ფილარმონიაში ხვალ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნდება ირაკლი ალასანია, რომლის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში პარტიას ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ყრილობაზე პარტიის წესდების ახალი რედაქციის მიღება და ახალი სიმბოლიკის პრეზენტაცია იგეგმება.

პარტიის ლიდერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა საქართველოში ახალი პოლიტიკური ერის დასაწყისი იქნება. მისი თქმით, პოლიტიკაში ხალხის, საზოგადოების წარმომადგენლების ღირებულებების ირგვლივ დაჯგუფება დაიწყება და არა "ვიღაცა ვიღაცის წინააღმდეგ".

"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა 15:00 საათზე დაიწყება.