პრემიერმა უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პრემიერმა უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებმა, კოალიციის ლიდერთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და უახლოეს მომავალში პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, უმრავლესობასთან გამართულ შეხვედრამდე პრემიერ-მინისტრი ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებს შეხვდა.