12 დეპუტატი მზად არის გახდეს უმრავლესობის წევრი

12 დეპუტატი მზად არის გახდეს უმრავლესობის წევრი

უმრავლესობა ერთ და ორ დეპუტატზე დამოკიდებული არ არის, - ასე შეაფასა თინა ხიდაშელმა საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა შავგულიძის წასვლისა და საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლის საკითხი.

როგორც თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში არის 12 დეპუტატი, რომლებიც მზად არიან გახდნენ უმრავლესობის წევრები. "საქართველოს პარლამენტში არის 12 დეპუტატი, რომლებიც დღესვე, ამ წუთასვე გახდება უმრავლესობის წევრი", - აღნიშნა მან.

თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ამ დროისთვის უმრავლესობაში არის ყველა ფრაქცია, მათ შორის, "თავისუფალი დემოკრატებიც". "ამ წუთში უმრავლესობაში არის ყველა, მათ შორის, "თავისუფალი დემოკრატებიც". თუ პროცედურულად განვიხილავთ, ორშაბათს ბიურომ ჯერ უნდა მიიღოს "თავისუფალი დემოკრატების" განცხადება, თუმცა მანამდე ისინი კვლავ უმრავლესობაში არიან", - განაცხადა ხიდაშელმა.