"მგონი, სააკაშვილის რეჟიმს სწორედ ამიტომაც ვებრძოდით და ნუ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს"

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ალექსი პეტრაიშვილი აცხადებს, სამართალდამცველების მხრიდან პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა ხორციელდება.

„გვაქვს ცალკეულ რაიონებში კონკრეტული ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ხორციელდება მუქარები და ზეწოლის ტიპის სატელეფონო ზარები. ერთი ის, რომ პარტიის ყრილობაში  ხვალ, 15:00 საათზე მონაწილეობა არ მიიღონ და მეორე ის, რომ დატოვონ ჩვენი პარტიის რიგები. მგონი, სააკაშვილის რეჟიმს სწორედ ამიტომაც ვებრძოდით და ნუ გაიმეორებენ იგივე შეცდომებს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია კონკრეტული ფაქტების შესახებ ფლობს ინფორმაციას, მათ შორის გურიის რეგიონიდან.

შეგახსენებთ, ხვალ, 15:00 საათზე ფილარმონიაში „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობა იგეგმება.