შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

შალვა შავგულიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ კოალიცის "ქართული ოცნების" სხდომიდან გამოსულმა შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ პარტია და ფრაქცია "ქართულ ოცნებას". მე გადავდივარ პარტია და ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებში. ამ გუნდის შექმნაში მეც ვიღებდი მონაწილეობას, ამიტომ მიმაჩნია, რომ უნდა გავიზიარო ის პასუხისმგებლობა, რასაც შემდგომ საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარ თავზე "თავისუფალი დემოკრატები აიღებენ", - განაცხადა შავგულიძემ.

მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოვებს კოალიციას, თემატურ საკითხებზე გააგრძელებს მუშაობას უმრავლესობასთან.

ამასთან, შავგულიძემ დაადასტურა, რომ შეხვედრას ესწრება პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.