გედევან ფოფხაძემ ჯერჯერობით არ იცის, ოფიციალურად ითვლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრად

გედევან ფოფხაძემ ჯერჯერობით არ იცის, ოფიციალურად ითვლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრად

გედევან ფოფხაძემ ჯერჯერობით არ იცის, ოფიციალურად ითვლება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრად, - ამის შესახებ ფოფხაძემ კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში შესვლამდე განაცხადა., სადაც უმრავლესობისა და ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, იგი დღეს ეკა ბესელიასთან შესახვედრად მივიდა. "მოვედი ეკა ბესელიასთან შესახვედრად, ჩვენი კომიტეტის საკითხებზე სასაუბროდ. არ ვიცი, ამ დროისთვის ვითვლები თუ არა უმრავლესობის წევრად. მე დავწერე ფრაქციიდან გასვლაზე განცხადება, ფრაქციამ კი უმრავლესობიდან. პროცედურული საკითხებია მოსაგვარებელი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობისა და ფრაქციის შეკრებაზე თუკი ეტყვიან, რომ დარჩეს, იგი დარჩება. "თუ მეტყვიან, დავრჩები, იმიტომ, რომ აქ არიან ჩემი მეგობრები. ისე კი, მოვედი ბესელიასთან სასაუბროდ, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.