ბიძინა ივანიშვილთან არანაირი გარიგება არ მომხდარა

ბიძინა ივანიშვილთან არანაირი გარიგება არ მომხდარა

ბიძინა ივანიშვილთან არანაირი გარიგება არ მომხდარა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, მან და ივანიშვილმა შეხვედრისას ხედვები გაცვალეს, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდა ქვეყანა.

"იქაც ვთქვით, რომ მთავარია პროცესმა არ დააზიანოს სახელმწიფო. ეს არის "თავისუფალი დემოკრატების" ამოსავალი წერტილი. ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, განპირობებულია სწორედ სახელმწიფო ინტერესების დაცვით. ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე ხვალ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ. საზოგადოება მშვიდად იყოს, სიმშვიდით, სიბრძნით და სიმტკიცით გავაგრძელებთ ჩვენ იმ იდეალების დაცვას, რომელსაც 2012 წლის არჩევნებით ვუერთგულეთ", - აღნიშნა ალასანიამ.