ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, თავისუფალი დემოკრატების წევრებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა, შანტაჟი და დაშინება მიმდინარეობს, რათა ისინი პარტიის ხვალინდელ ყრილობას არ დაესწრონ და დატოვონ პარტიის რიგები. პეტრიაშვილის განცხადებაზე შსს-ს კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია. როგორც ცნობილია ალასანიას პარტიის რიგები სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ადამიანმა დატოვა.