სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ მინისტრის ახალი მოადგილეები წარადგინა.  მინისტრის პირველ მოადგილედ ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილედ კი ლევან დავითაშვილი დაინიშნა. ნოდარ კერესელიძე მიმდინარე წლის სექტემბრიდან დღემდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ლევან დავითაშვილი 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი გიორგი სამანიშვილი წარადგინა.

 „ნოდარ კერესელიძე, რომელიც ჩემი მოადგილე იყო დაწინაურდა და დღეიდან პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ასევე დაწინაურდა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში ბატონი ლევანის დამსახურების შესახებ. განსაკუთრებით გამოვყოფ წარმატებულ რთველს, რაც გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ბატონი ლევანის დაწინაურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალ მოადგილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება მაქსიმალურად მოახდინონ“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში უახლოეს ხანში ფუნქციონირებას დაიწყებს ევროინტეგრაციის დეპარტამენტი და დონორთა საკოორდინაციო საბჭო.

ნოდარ კერესელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ასევე საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტების დაამთავრების შემდეგ სწავლობდა მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში (ამჰერსტი, აშშ საჯარო პოლიკისა და ადმინისტრირების მაგისტრი), დუნაის უნივერსიტეტში (კრემსი, ავსტრია, ევროპული სწავლების მაგისტრი  სპეციალიზაცია - ევროკავშირის სამართალი, პოლიტიკა და ბიზნესი), ზაარლანდის უნივერსიტეტში (ზაარბრიუკენი, გერმანია, გერმანული სამართლის და ევროკავშირის სამართლის კურსები)

სამუშაო გამოცდილება:

 18/09/2014-დან  დღემდე -  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

 2013/2014 - მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მკვლევარი, ამჰერსტი,აშშ                                                  

 2013 - მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო მკვლევარი, ვაშინგტონი, აშშ   

 2009-2012 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

 2009 - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგული კვლევისა და სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი

 2008-2009 - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი

 2007-2008 - კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, ასისტენტ პროფესორი

 2007-2008 - ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაცია (EPLO) - მკვლევარი, ათენი, საბერძნეთი

 2006-2007 - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველთა საბჭოს მკვლევარი

 2005 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს ატაშე

 2004-2005 - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო სტაჟორი

 ფლობს ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.

ლევან დავითაშვილი 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის თანმდებობა ეკავა.

ლევან დავითაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის (საინჟინრო ეკონომიკური, მაგისტრი) დამთავრების შემდეგ სწავლა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლაში (იტალია) გააგრძელა და მაგისტრის ხარისხი მიიღო.

სამუშაო გამოცდილება:

2013 - 2014 წწ -  სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

2012-2013 წწ - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

2009 -2012 წწ - შუხმან ვაინს ჯორჯია, კომერციული დირექტორი

2007-2009 წწ - ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის პროექტი, მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

2001- 2007 წწ - წინანდლის ძველი მარანი, გენერალური დირექტორი

ფლობს იტალიურ, ინგლისურ და რუსულ ენებს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღე-მევენახეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჯერ ბურგუნდიის უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ინსტიტუტში - ჟიულ გიო. (საფრანგეთი, ქ. დიჟონი), შემდეგ ბორდოს უნივერსიტეტის (საფრანგეთი, ქ. ბორდო) იურიდიულ ფაკულტეტზე (მეღვინეობის დარგის მართვის, ეკონომიკისა და სამართლის მაგისტრის დიპლომი).

სამუშაო გამოცდილება

2012 წლის აგვისტოდან დღემდე - სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“  სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი.

2011 წლის დეკემბრიდან დღემდე - შპს „წინანდლის ღვინის სკოლის“ (წინანდალი, კახეთი) სასწავლო ხელმძღვანელი (მევენახეობის, მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების ისტორიის, კულტურის კურსი)

02/2009 – 06/2010  - მეღვინეობის კომპანია შპს „ტფილისის მარანი”, აღმასრულებელი დირექტორი.

8/2008 - 10/2008 - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი „სამტრესტი“დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

8/2005 – 10/2007 - შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) / Pernod Ricard ჯგუფი. მთავარი მეღვინე. მეღვინეობის განყოფილების უფროსი.

06/2001- 08/2005 - შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS) / Pernod Ricard ჯგუფი. მეღვინე. წარმოების ხარისხის კონტროლის განყოფილების უფროსი.

09/1999 და 10/2000 - მარანი “Domaine de la Courtade” (პროვანსი, საფრანგეთი) მარანი “Domaine Auther” (ელზასი, საფრანგეთი); მეღვინე.

3/2000 – 07/2000 - კონიაკის ინტერპროფესიული ბიურო (National Interprofessional Bureau of Cognac (BNIC)) (საფრანგეთი, კონიაკი); სტაჟიორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიულ განყოფილებაში

9/1998 – 12/1998 - ბურგუნდიის უნივერსიტეტის საცდელი მარანი და კვლევითი ლაბორატორია; სტაჟიორი.

ფლობს ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებს