აქვს თუ არა კავშირი რუსეთს ალასანიას გათავისუფლებასთან - სკანდალური ვერსია

აქვს თუ არა კავშირი რუსეთს ალასანიას გათავისუფლებასთან - სკანდალური ვერსია

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების შემდეგ „რუსთავი 2“-ის ეთერში ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი გიორგი რუხაძე ვარაუდობს, რომ საფრანგეთში ალასანია ვიზიტისას იყო კონკრეტული ტიპი იარაღის შესყიდვაზე საუბარი.

„ საფრანგეთი არის იარაღის ერთ-ერთი მსხვილი გამყიდველი , ეს ყველასთვის გასაგებია. სავარაუდოდ ალასანიას საფრანგეტში ვიზიტისას ლაპარაკი იყო, თავდაცვის ტიპის იარაღზე და ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას, ეს არის რუსეთი. შესაბამისად, თუ საქართველოს ხელისუფლებაში იყო ძალა, რომელიც ალასანიას ამ გარიგებას ეწინააღმდეგებოდა, ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ აქ არის პირდაპირი ბმა რუსულ ინტერესებსა და საქართველოს ხელისუფლების რაღაც ჯგუფს შორის. კარგი იქნება თუ ირაკლი ალასანია ამას განგვიმარტავს და მეტ ინფორმაციას მისცემს საზოგადოებას",-განაცხადა გიორგი რუხაძემ და დაამატა , რომ ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია და ეს არის მხოლოდ ვარაუდი.