დევიდ დათუნას შექმნილი საქართველოს დროშა სპეციალური რეისით გამოგზავნეს

დევიდ დათუნას შექმნილი საქართველოს დროშა სპეციალური რეისით გამოგზავნეს

ქართული წარმოშობის ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ (David Datuna), დაასრულა მუშაობა უკვე ძალიან გახმაურებულ პროექტზე, „საქართველო - მილიონების იმედი“. წინა კვირას მხატვრის მიერ შექმნილი საქართველოს დროშა სპეციალური რეისით ნიუ იორკიდან თბილისში გადმოიგზავნა. დევიდ დათუნას მიერ შექმნილი საქართველოს დროშა, მხატვრის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცემა ქართველ ერს. თავის მოგზაურობაში დროშა ერთ ტრანზიტულ გაჩერებას სტამბოლის აეროპორტში გააკეთებს, ხოლო თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, საზეიმოდ წარდგენილი იქნება და გადაეცემა   ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს.

ცნობისთვის, საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილი ეროვნული დროშა.  შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზებით და მისი ღირებულება ერთ მილიონ დოლარს შეადგენს. დევიდ დათუნა არის, ამერიკელი მხატვარი, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, შთამბეჭდავი ინსტალაციებისა და მხატვრული გადაწყვეტების ოსტატი.

მხატვარი ასევე ცნობილია თავისი სკანდალური განცხადებებით, ერთერთში ის პუტინის რეჟიმს, ფაშისტურს უწოდებს.

 დასავლური პრესის განცხადებების თანახმად, დევიდ დათუნა არის ახალი ათასწლეულის მოაზროვნე. ვაშინგტონის ეროვნული პორტრეტების გალერეის დირექტორმა ნიკა აპოსტოლიდესმა აღნიშნა, რომ დევიდ დათუნას გამოფენის მიმართ გამოხატული ინტერესი და  მნახველების რაოდენობა, უკვე 30 წელიწადზე მეტია, არ ახსოვს მუზეუმს.

დევიდ დათუნა დღეს ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული და განხილვადი ავტორია მსოფლიოში. მისი გამოფენები უამრავ ქვეყანაში იმართება, ხოლო მისმა შემოქმედებამ დიდი ხანია გადალახა მხატვრული ნაწარმოებების საზღვრები. თვითონ ხელოვანი აცხადებს, რომ მოვიდა დრო, როდესაც ხელოვნებამ ზეგავლენა უნდა იქონიოს ცხოვრებისეულ პროცესებზე როგორც ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში. 2014 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი მხატვრის ცხოვრებაზე და შემოქმედებაზე. აღნიშნული ფილმი წარდგენილია უამრავ პრესტიჟულ კინოფესტივალზე და  ნაჩვენები იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხებზე. 2015 წლს იგეგმება ამ ფილმის საქართველოში ჩვენება. დევიდ დათუნა აცხადებს, რომ საქართველოს მომავალს, მხოლოდ დასავლეთისკენ განვითერბის პერპექტივაში ხედავს.