პარტიის ყრილობის შემდეგ გაირკვევა დარჩებიან თუ არა "თავისუფალი დემოკრატების" დეპუტატები თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" კოალიციაში. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოში განუცხადეს.
როგორც საკრებულოში აცხადებენ, პარტიის ყრილობამდე საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატებიის" დეპუტატები ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
2014 წლის თვითმმართველობის არჩვნების შედეგად თბილისის საკრებულოში "თავისუფალი დემოკრატების" ოთხი დეპუტატი მოხვდა. კერძოდ, გიორგი მუსხელიშვილი, ლია ჯახველაძე, გიორგი ახვლედიანი და ილია ჯიშკარიანი. ისინი საკრებულოს უმრავლესობის შემადგენლობაში შედიან და კოალიციაში საკუთარი ფრაქციით "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები" არიან წარმოდგენილი.