თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ბიძინა ივანიშვილს ბიზნესცენტრში შეხვდა. ამის შესახებ ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს.
”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ივანიშვილისა და ალასანიას შეხვედრა გუშინაც შედგა. გუშინდელი შეხვედრაც თბილისში, ივანიშვილის ბიზნესცენტრში შედგა.